13 სექტემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ბრაზილიაში ტყის ძლიერი ხანძრის გამო ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი გაუქმდა

ბრაზილიაში, სან-პაულოს შტატის ჩრდილოეთით ტყის ხანძარი მძვინვარებს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ხანძარი შაქრის ლერწმის მინდვრებში გაჩნდა, რამაც ისეთი სქელი კვამლის ღრუბელი გამოიწვია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარეთ სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

აკრძალვის შედეგად, ქალაქ რიბეირაო პრეტოში ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გაუქმდა.

ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე სახელმწიფო მაგისტრალი გადაიკეტა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საძოვრებზე მაღალი ტემპერატურისა და დაკვამლიანების გამო მსხვილფეხა საქონელი კვდება.

დღის ამბები