05 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
ლონდონში "კარიბის კარნავალზე"  11 ადამიანი დაჭრეს - დაკავებულია 334 პირი

11 დაჭრილი და 334 დაკავებული, არეულობა და თავდასხმა ლონდონში მიმდინარე "კარიბის კარნავალზე". ღონისძიების ფინალურ დღეს დანით შეიარაღებულმა პირებმა რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაჭრილია ათობით პოლიციელიც. დაკავებულებს ბრალი იარაღისა და ნარკოტიკების შენახვაში, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის წაუყენეს. სხვა დეტალები უცნობია. ორ დღიანი კარნავალი 1966 წლიდან ტარდება და მასში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს.

დღის ამბები