05 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
2 მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენის დროს, 39 წლის მამაკაცი დაიღუპა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, 2 მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენის დროს, 39 წლის მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ABcnews-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მამაკაცმა მდინარე დელავერში გადავარდნილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი სამშვიდობოს გამოიყვანა, თუმცა თვითონ დაიხრჩო.

მათივე ცნობით, მაშველების შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ, თუმცა ძლიერი დინების გამო მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 10 მეტრში, წყალქვეშ 2 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მდინარეზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ამბები