29 სექტემბერი 2024,   09:15
ვრცლად
მარგველაშვილი არის უდიდესი შენაძენი "ლელოსთვის", რომელიც დაახლოებით, 0.5%- დან 1%-მდე რეიტინგს დააკლებს - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაბალი რეიტინგის მქონე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, თუ "ძლიერ საქართველოსთან" გაერთიანდება, რეალურად ის პარტია "ლელოს" რეიტინგს დააკლებს.

"სანამ პარტიები შეერთდებოდნენ, მანამდე მათი რეიტინგების ჯამი უფრო მეტი იყო, ვიდრე შეერთების შემდეგ. საარჩევნო ბარიერთან რომ არიან ახლოს და გადალახავენ თუ არა ჯერ კაცმა არ იცის, ასეთი პარტია რომ იმატებს ერთ პროცენტიანი რეიტინგის ადამიანს, ჰგონიათ, რომ ერთი პროცენტი ავტომატურად ემატებათ.

საარჩევნო არითმეტიკა ასეთი არ არის. იქ ხდება ერთგვარი კოლიზია, სადაც ერთპროცენტიანი მარგველაშვილის მომხრეები, თუ კი ვინმე ჰყავს ასეთი, პრაქტიკულად ნულოვანია მისი რეიტინგი, და ე.წ ."ლელოს", სინამდვილეში "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი დანაყოფის რეიტინგი ასე ერთმანეთს არ ემატება, პირიქით, შეიძლება დააკლდეს.

მაგალითად, რუსული რუბლებით დაფინანსებული "დროა" როდესაც შეერთდა "ნაცმოძრაობის" ოფიციალურ დანამატთან, ჯამური რეიტინგი შეერთებამდე მეტი იყო, ვიდრე შეერთების შემდეგ.

მარგველაშვილი არის უდიდესი შენაძენი "ლელოსთვის", რომელიც დაახლოებით, 0.5%- დან 1%-მდე რეიტინგ დააკლებს, იმ ლოგიკით, რაზეც გელაპარაკეთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით კი, არც გიორგი მარგველაშვილს და არც პარტია "ლელოს" რეიტინგი არ აქვს.

"მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს?! თვითონ ხაზარაძის პარტიას 3-4% აქვს, იმას არ აქვს შანსი. მკვდარი მკვდარს აეკიდაო. უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა. ხალხს ძალით ავარჩევინეთ იმიტომ, რომ იმ მოცემულობაში ასე სჭირდებოდა სიტუაციას.

თავის მეზობლები არ აძლევენ ხმას. რა ბენეფიტი უნდა მოიტანოს. როგორც ბაქრაძემ თქვა - აგროვებენ ამ ნახმარ სახეებს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ცნობად სახეებს და იქნებ მერე მიტინგებზე გამოიყვანონ.
რჩევა მაქვს, ფხიზელი დადგეს მიკროფონთან", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები