17 სექტემბერი 2024,   02:41
ვრცლად
გალაკტიონ ტაბიძის ხმის უცნობი ჩანაწერი და 70 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება - ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

"ზღვა და ქართველები" - ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომლის დამფუძნებელიც კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერიაა.

ფესტივალის იდეა დამფუძნებელს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც არქივში აღმოაჩინა გალაკტიონ ტაბიძის ხმის უცნობი ჩანაწერი, სადაც პოეტი საუბრობს საქართველოსთვის ზღვის ისტორიულ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ამბობს, რომ ეს ფენომენი სათანადოდ უნდა აისახოს ლიტერატურასა და ხელოვნებაში და გეგმავს ამგვარი დღეების ჩატარებას ბათუმში.

ფესტივალი, სიმბოლურად, იმ სივრცეში იმართება, სადაც პოეტმა 1953 წელს ეს სურვილი გააჟღერა. პროექტი, რომელიც ბათუმის მერიით მხარდაჭერით იმართება, ფოტოხელოვან ანრი ტაბაღუას ექსპოზიციით გაიხსნა სახელწოდებით - "ზღვისპირა ქალაქი".

გაიმართა გალაკტიონის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

დღის ამბები