საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედია საშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც შემაშფოთებელია.
კობახიძის განცხადებით, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ის ფაქტი, რომ დავით კეზერაშვილს, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება აქვს.
"კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედია საშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც ბუნებრივი შემაშფოთებელია. მას კანონდარღვევაც აქვს ამ ფორმით აღიარებული, არსად არ ჩანს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც მას რეალურად აღიარებული აქვს.
ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკას, საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც ჯერ საქართველოში ჯარის და ბიზნესის ძარცვით იშოვა და ახლა უკვე შოულობს ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით. ეს ძალიან შემაშფოთებელია და ამაზე კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი არის ის, რომ ეს კაცი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა, რაზეც საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის, 26 ოქტომბერს. აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკაა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ადამიანი, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულად ამ პიროვნებას უკავშირდება. მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები საზოგადოების გადაყწვტილებებში უნდა აისახოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.