12 ოქტომბერი 2024,   00:51
ვრცლად
საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულება და წინ წაიწიოს ევროკავშირის გზაზე - ოლივერ ვარჰეი

"საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულება და წინ წაიწიოს ევროკავშირის გზაზე", - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში.

"გასული თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და ვამაყობ კომისიის წარმატებებით გაფართოების გამო. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში," - აცხადებს ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი.

დღის ამბები