15 აგვისტო 2026,   21:08
ვრცლად
ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს - ირაკლი კობახიძე

ქართული ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. ეს რომ ამხელა წარმატება გვაქვს ჭიდაობაში, ძიუდოში, ეს არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქარელის მუნიციპალიტეტში გამართული ქართული ჭიდაობის ტურნირის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან გამარჯვებულებსა და ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„ქართული ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. ეს რომ ამხელა წარმატება გვაქვს ჭიდაობაში, ძიუდოში, ეს არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები. მე მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და კუთხითაც რა თქმა უნდა დღევანდელი ტურნირი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ყველა გამარჯვებულსა, პრიზიორი და ჩემპიონს მინდა მივულოცო დღევანდელი დღის ყველა გამარჯვებულს და ყველა ორგანიზატორს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ხელს უწყობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელებას. მინდა მადლობა გადავუხადო სლავა შერაზადიშვილს, რომელიც იყო ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი ქართული ჭიდაობის ფედერაციას, ყველას, ვინც ამ საქმეს დღეს უძღვებოდა,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები