19 სექტემბერი 2024,   15:26
ვრცლად
შეერთებულ შტატებთან მეგობრობის ნაცვლად, ცდილობენ, საქართველო მას მოწყვიტონ - გიორგი ბარამიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრას გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. საუბარია საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა იმეგობროს. 

"ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმეგობრო, მათთან ერთად იყო, ცდილობ, რომ საქართველო მათ მოწყვიტო... მათ თვითონ წარმართეს ისეთი პოლიტიკა, რომ მოწყდნენ საქართველოს ერთგულ მეგობრებს. ჩვენი მთავარი დამხმარე გამარჯვებისთვის 26 ოქტომბერს, გვყავს ქართული საზოგადოება." - ამბობს გიორგი ბარამიძე.

შეფასება გააკეთა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ. 

"შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა საქართველოში მყოფი ძალოვანები, რომლებმაც ქუჩა-ქუჩა, საკუთარ სახლებთან სდიეს და დევნეს საქართველოს მოქალაქეები. ეს ადამიანები, არათუ უნდა დასანქცირდნენ შტატების მხრიდან, საქართველოს პროკურატურა უნდა იწყებდეს დევნას," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები