19 სექტემბერი 2024,   15:23
ვრცლად
სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე - ცალ-ცალკე არ აქვთ 5%-ის გადალახვის შანსი - შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა მიიჩნიეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი

პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც "სალომე ზურაბიშვილმა ირგვლივ ურეიტინგო პოლიტიკოსების შემოკრება დაიწყო, "ხალხის ძალამ" თქვა, თუ რა მიზანი ჰქონდა პრეზიდენტს".

"ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა "ლელოს" და გახარიას პარტიის გაერთიანებას" - განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ არც გახარიას და არც ხაზარაძის პარტიას არ აქვს 5 პროცენტის გადალახვის შანსი - შესაბამისად, მათმა უცხოელმა პატრონებმა მათი გაერთიანება გადაწყვიტეს, რადგან რაიმე ხერხით ბარიერი გადაალახვინონ.

"სამ თვე-ნახევრის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება მის ირგვლივ, "ხალხის ძალამ" ვთქვით, რომ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოს“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას. ცალ-ცალკე, არც „ლელოს“ და არც გახარიას, არ აქვს 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები