19 სექტემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ტრამპზე თავდამსხმელი, 2023 წელს, უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ჰელსინკის კომისიას შეხვდა - ჟურნალისტი ლიამ კოსგროუვი

ამერიკელი ჟურნალისტი ლიამ კოსგროუვი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილ რაიან უესლი რუთისა და კონგრესმენ მასაროს შესახებ წერს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საინტერესო იქნებოდა ჰელსინკის კომისიის ყველაზე გავლენიანი პიროვნების, კონგრესმენ პოლ მასაროს მოსაზრების მოსმენა მიმდინარე მოვლენების შესახებ, მით უფრო, რომ რუთმა, გასულ წელს, კომისიაში შეხვედრა გამართა.

"New York time-ის ცნობით, "მსროლელი, რომელიც ტრამპს თავს დაესხა, ჰელსინკის კომისიას, 2023 წელს, ორი საათის განმავლობაში ხვდებოდა, რათა უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინა".

ამ კომისიის ყველაზე გავლენიან პიროვნებას, პოლ მასაროს, სროლის შემდეგ პოსტები არ გამოუქვეყნებია.

საინტერესო იქნებოდა მათი შეხვედრის შესახებ მეტის გაგება", - წერს ჟურნალისტი.

დღის ამბები