19 სექტემბერი 2024,   14:55
ვრცლად
ვრცელდება კადრები, როგორ დაეშვა ბოსტონის აეროპორტში თვითმფრინავი მხოლოდ ერთი ბორბლით

აშშ-ში, ბოსტონის აეროპორტის ბილიკზე მცირე ზომის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - იმის მიუხედავად, რომ მას მხოლოდ ერთი ბორბალი ჰქონდა, პილოტმა The Cape Air Cessna 402-ის უსაფრთხოდ დასმა შეძლო.

როგორც Associated Press-ი აეროპორტის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავს "სადესანტო მექანიზმის პრობლემა ჰქონდა".

რეისი ბარ-ჰარბორის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო, თუმცა პილოტს მალევე აცნობეს პრობლემის შესახებ. შედეგად, თვითმფრინავი უკან - ლოგანის აეროპორტში დაბრუნდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეყრდნობა დაშვებისას თვითმფრინავი ერთ-ერთ ფრთას. 

თვითმფრინავში ორი მგზავრი და ეკიპაჟის ერთი წევრი იჯდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

 

დღის ამბები