19 სექტემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"გახარიელები" და "ლელოები" ძალიან წვალობენ და ძალიან უჭირთ, რომ გარედან მიღებული დავალება შეასრულონ - უჭირთ ერთმანეთთან ჩახუტება, მაგრამ ასეთია მათი ბედი - არჩილ გორდულაძე

შედგება თუ არა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას ალიანსი - სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა საბოლოო პოზიცია "ლელოს" ლიდერის, რომელმაც, ორბელიანების სასახლეში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ერთდღიანი ვადა ითხოვა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიასა და ხაზარაძის გუნდები წვალობენ და უჭირთ გარედან მიღებული დავალების შესრულება.

"გახარიელები" და "ლელოები" ძალიან წვალობენ და ძალიან უჭირთ, რომ გარედან მიღებული დავალება შეასრულონ. წარსულში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, უჭირთ, რომ ერთმანეთს ჩაეხუტონ, მაგრამ რა ვქნათ, ასეთია მათი ბედი. ყველა ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, რომ გადაელახა საარჩევნო ზღვარი და შემოსულიყო პარლამენტში, ხოლო "ლელო", პირდაპირი მნიშვნელობით, ზღვარზე იყო და ან გადალახავდა ან არა. შესაბამისად, პატრონებმა მისცეს დავალება, რომ გაერთიანებულიყვნენ. აქვთ გაერთიანების იმედი - რომ, გაერთიანების შემთხვევაში, ეს ორი ძალა მოხვდება პარლამენტში - ხაზარაძე, რომელიც 1.5 მილიარდს ედავებოდა ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ჯიბიდან უნდოდა ამ თანხის ამოღება და საკუთარ ჯიბეში ჩადება, მეორე მხრივ - მოღალატე გახარიას, რომელიც ყოველთვის ასრულებს და ასრულებდა სხვა ქვეყნიდან დავალებებს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები