18 სექტემბერი 2024,   13:21
ვრცლად
რომელია საქართველოში ყველაზე მონახულებადი ადგილები - დაცულმა ტერიტორიებმა სტატისტიკა გამოაქვეყნა

დაცულმა ტერიტორიებმა საქართველოში ყველაზე მონახულებადი ტერიტორიები გამოაქვეყნა.

ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ ობიექტებს და ბუნების ძეგლებს ანიჭებენ. ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადით ნავენახევის მღვიმე, სათაფლია, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმე - გამოირჩევა. 

ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პირველ ხუთეულში მოექცა ინდოეთიც

დღის ამბები