19 სექტემბერი 2024,   15:26
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სტუდენტები იმის გამო დაარბიეს, რომ ისინი გამოხატვის თავისუფლებას გასცდნენ - ამის პარალელურად, საქართველოში ახალისებენ პოლიციელის ცოცხლად დაწვას - ესაა ორმაგი სტანდარტი - მაჭარაშვილი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს იმიტომ, რომ ისინი გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას, აქცია გადაიზარდა რადიკალიზმში და ეს შეიძლება კანონმდებლობით - [ამის პარალელურად] საქართველოში ახალისებენ პოლიციელის ცოცხლად დაწვას, - ამ განცხადებით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.

გურამ მაჭარაშვილი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

"სამწუხაროდ, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს უყურებს, როგორც ვასალს და არა როგორც პარტნიორ ქვეყანას. სწორედ ეს გახდა მიზეზი, როდესაც პრემიერმა კობახიძემ უთხრა ამერიკის ელჩს, რომ ასეთი ტიპის არაპარტნიორული დამოკიდებულებები ამერიკის მხრიდან კონტრპროდუქტიულია. ასეთი არასწორი გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბერს, არჩევანი გვაქვს ომსა და მშვიდობას შორის და ამას, მგონი, უკვე დაემატა არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს იმიტომ, რომ ისინი გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას და გადაიზარდა აქცია რადიკალიზმში, ეს შეიძლება კანონმდებლობით და საქართველოში ახალისებენ პოლიციელის ცოცხლად დაწვას.

პოლიციელის ცოცხლად დაწვის წინააღმდეგ რომელი პოლიციელიც გამოდის, იმას ასანქცირებენ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, ეს უთხრა ზუსტად პრემიერმა კობახიძემ, რომ ეს, პირიქით, ზრდის იმ უფსკრულს, რომელსაც ჰქვია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, თუკი კიდევ გაგრძელდება ასეთი მიდგმა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები