18 სექტემბერი 2024,   13:20
ვრცლად
რადიკალური ფრთის წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, მათ მხოლოდ გარე მხარდაჭერის იმედი აქვთ - გივი მიქანაძე

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ბერლინში პანელური დისკუსია გაიმართა. მასში, ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდა, რომელიც საქართველოში წინა ხელისუფლების დროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. ამჟამად კი უკრაინაში USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელია. პანელურ დისკუსიაში, ტყეშელაშვილთან ერთად, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც მონაწილეობდა. ბერლინში გამართულ დისკუსიას შეფასებები მოყვა თბილისში.

"ეს პანელური დისკუსია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. მათ მხოლოდ გარე მხარდაჭერის იმედი აქვთ, რადგან მათ არაფერი არ აქვთ სათქმელი ქართული საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რისი გამკეთებლები არიან, ან საერთოდ რა უკეთებიათ. შესაბამისად, ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, როგორმე მოახდინონ დეზინფორმაცია და მეტი მხარდაჭერა მიიღონ გარე ძალებისგან იმისათვის, რომ გარკვეულ მიზნებს მიაღწიონ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

დღის ამბები