18 სექტემბერი 2024,   13:30
ვრცლად
რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ "ქართული ოცნება" ძალიან დიდი ანგარიშით უგებს, შესაბამისად, ერთადერთი თემა რჩება რომ მოსახლეობას თავს მოახვიონ ტყუილები -ლევან მაჭავარიანი

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ბერლინში პანელური დისკუსია გაიმართა. მასში, ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდა, რომელიც საქართველოში წინა ხელისუფლების დროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. ამჟამად კი უკრაინაში USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელია. პანელურ დისკუსიაში, ტყეშელაშვილთან ერთად, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც მონაწილეობდა. ბერლინში გამართულ დისკუსიას შეფასებები მოყვა თბილისში.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მათი ოპონენტების ვიზიტები და აქტივობები მიუთითებს იმაზე, რომ კარგად იცის თუ რა მხარდაჭერა აქვთ ქვეყნის შიგნით. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით ოპოზიცია წინასწარ ემზადება არჩევნების გაყალბების დეზინფორმაციული კამპანიისთვის.

"რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი მთლიანად აგებულია იმაზე, რომ მეტი რადიკალიზმი შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან მაქსიმალურად დაძაბონ საარჩევნო პროცესი. მათ იციან თავიანთი რეიტინგი და იციან, რომ "ქართული ოცნება" ძალიან დიდი ანგარიშით უგებს, ისიც იციან, რომ ნული შანსი აქვთ, შესაბამისად, ერთადერთი თემა რჩება რომ მოსახლეობას თავს მოახვიონ ტყუილები თითქოს არჩევნები უნდა გაყალბდეს. მერამდენე სერიას ვნახულობთ, მერე უნდა გამოვიდნენ ქუჩაში 26 ოქტომბერს, რისთვისაც ემზადებიან უკვე. ნულოვანი შანსი აქვთ გამარჯვების და შესაბამისად, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ეკა ტყეშელაშვილი პანელურ დისკუსიაზე საუბრობდა თუ რა სცენარებია მოსალოდნელი საქართველოში არჩევნების შემდეგ და რა მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს.

დღის ამბები