19 სექტემბერი 2024,   15:32
ვრცლად
მიხვდნენ, რომ ვიდრე ქართველი ტრადიციებსა და ღირებულებებზე იდგება, საქართველოს ვერავინ მოერევა - ამიტომ, ახლა ზუსტად ამ ტრადიციებს ურტყამენ - გურამ მაჭარაშვილი

"ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღებას, სოციალურ ქსელ "იქსზე", ჟოზეფ ბორელი ეხმიანება. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი წერს, რომ ეს კანონი ძირს გამოუთხრის ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს და გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას.

"მოვუწოდებ საქართველოს, გააუქმოს ეს კანონი, რომელიც კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირის გზიდან," - წერს ჟოზეფ ბორელი.

ბორელის განცხადებას ეხმაურება მმართველი გუნდი - "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანია, რომ "დაარტყან იმ იდენტობას, რომელსაც ჰქვია ტრადიციები".

"მიზანი, საელჩო იქნება ეს თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ უცხოური აქტორი, არის ერთი, რომ საქართველოში დაარტყან იმ იდენტობას, რასაც ჰქვია ტრადიციები. რატომ? იმიტომ, რომ ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა იმ სიძლიერეზე, რასაც ჰქვია ტრადიციები, რწმენა, ოჯახური ღირებულებები. მიხვდნენ, რომ ვიდრე ქართველი იდგება ამ ტრადიციებსა და ღირებულებებზე, საქართველოს ვერავინ მოერევა და ახლა ზუსტად ამ ტრადიციებს ურტყამენ. ამიტომ უნდათ ამ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება; ამიტომ უნდათ, რომ ოპოზიციაში წვეტიანი აზრი თავს მოახვიონ, რომ თურმე, კაცის კაცზე გათხოვება არაფერი პრობლემა არ არის. პირდაპირი ბრძანება აქვთ უცხოური ძალისა და მათი პატრონებიდან, რომ ამ კანონს მხარი არ დაუჭირონ. ამიტომაც ვერ მობრძანდნენ, პასუხსაც ვერ გასცემდნენ თავიანთ ამომრჩეველსაც კი, ამ კანონს მხარს რომ არ უჭერდნენ,“ - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები