18 სექტემბერი 2024,   13:15
ვრცლად
რა 14 მილიარდზე არის საუბარი? ვერც ასაბუთებენ ვერანაირად...ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი ტყუილი - ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, "ნაციონალურ მოძრაობას" ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დაპირებაზე, 14 მილიარდთან დაკავშირებით.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი ტყუილი და რატომ აქვთ მათ ასეთი წარმოდგენა ჩვენს საზოგადოებაზე, ვერ ვხვდები. ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად აზროვნებს. მათი ტყუილები რომ იყო ორ და ერთ კვირიანი, ახლა ჩამოვიდნენ ერთ საათიან და ნახევარ საათიან ტყუილებზე. რა 14 მილიარდზე არის საუბარი? მაშინ პირდაპირ დააბრეხვონ და თქვან,ა რომ არის 14 ტრილიონი. რატომ ეშლებათ ამაში ხელი? მაინც იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ვერც ასაბუთებენ ვერანაირად, საიდან უნდა წამოვიდეს ეს ფული. მაგალითად, მოლდოვას თუ გაუხსნეს მოლაპარაკებები, ჩაერიცხა მოლდოვას რაიმე ტრანში? ჩვეულებრივი ტყუილია და ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

ევროკავშირის 14 მილიარდიანი საგრანტო პაკეტი მართლაც არსებობს, თუმცა ის რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ ეკუთვნის. თანხა ამ ეტაპზე 7 ბენეფიციარ ქვეყანაზე ნაწილდება, რომლებსაც ჯერ უკრაინა და მოლდოვაც არ დამატებიან. 

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ევროკავშირისგან იმ 14 მილიარდ ევროს მოიზიდავს, რომელიც რეალურად ათამდე აპლიკანტი ქვეყნის ეკონომიკის ექვსწლიანი სტიმულირებისთვის არის განკუთვნილი.

დღის ამბები