18 სექტემბერი 2024,   14:56
ვრცლად
ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან რევოლუციისთვის - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

ჩვენ გვყავს ოპონენტი არა დემოკრატიული პარტია, არამედ მწვალებელთა პარტია, მოძალადე პარტია, ომის პარტია, "კოალიციური ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

როგორც ის ამბობს, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადება. მმართველი გუნდი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას.

"ჩვენ გვყავს ოპონენტი არა დემოკრატიული პარტია, არამედ მწვალებელთა პარტია, მოძალადე პარტია, ომის პარტია, კოალიციური ნაციონალური მოძრაობა. მისი წარმომადგენლები, ბუნებრივია, ხასიათდებიან ასე - ძალადობით, უხეშობით. მათი ამოცანაა, პროვოკაციები, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზაცია. ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან რევოლუციისთვის. პატრონმა დაუკვეთა და ამისთვის ემზადებიან. თხოვნა იქნება, არ ავყვეთ პროვოკაციებში, მშვიდად, სტაბილურად, ჩვენ გამარჯვებამდე მივიდეთ," - ამბობს ირაკლი ზარქუა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები