18 სექტემბერი 2024,   14:52
ვრცლად
"როდესაც გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", ის აუცილებლად აგებინებს პასუხს მავნებლობისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობას"- ბექა ოდიშარია

ეს მოძრაობები, რომლითაც ხასიათდება კოლექტიური ნაცმოძრაობა და უკვე მიჭირს ვთქვა, რომ მათთან აფილირებული ენჯეოები, ეს ერთი და იგივე მანვე ძალაა, მათი პირდაპირი მიმართულება გახლავთ რევოლუციური სცენარი - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

მისი თქმით, ოპონენტების პირდაპირი მიმართულება რევოლუციური სცენარია.

"ეს მოძრაობები, რომლითაც ხასიათდება კოლექტიური ნაცმოძრაობა და უკვე მიჭირს, ვთქვა, რომ მათთან აფილირებული ენჯეოები - ეს ერთი და იგივე მანვე ძალაა. ამ ხალხის პირდაპირი მიმართულება გახლავთ რევოლუციური სცენარი. ძალიან ბევრჯერ ჩაიფიქრეს ეს, უკანასკნელ სამ წელიწადში ოთხჯერ მაინც სცადეს. ახლა სხვა გზა აღარ აქვთ. მათ იციან, რომ ქართული ოცნების დაპირება არ არის ჰაერზე გასროლილი სიტყვა, როდესაც გაიმარჯვებს "ქართული ოცნება" დამაჯერებლად, ის აუცილებლად აგებინებს პასუხს ამ მავნებლობისთვის," - ამბობს ბექა ოდიშარია.

დღის ამბები