18 სექტემბერი 2024,   14:53
ვრცლად
"ვგრძნობ ჩემი ხალხის მხარდაჭერას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის მათ სამსახურში ვიქნები“- "ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში, მამუკა თურმანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, ქედის სოფლების: ზვარის, ზესოფლის, კვაშტის, ვაიოსა და სირაბიძეების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე,ამომრჩეველთან ერთად დაისახა სამომავლო გეგმები.

"ვგრძნობ ჩემი ხალხის მხარდაჭერას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის მათ სამსახურში ვიქნები. მჯერა 26 ოქტომბერს გააკეთებენ სწორ არჩევანს,“- განაცხადა მამუკა თურმანიძემ.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ქედის მუნიციპალიტეტის მერი- როლანდ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე- ამირან ცინცაძე.

დღის ამბები