18 სექტემბერი 2024,   14:56
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ, "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვერიკო კვირკველიამ და ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრებმა, მორიგი შეხვედრები ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს.

მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

"სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლესა - ტურაულის დამაკავშირებელ გზას და თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლას, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი; ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რეაბილიტირდა კულტურის სახლი, ე.წ. კორეის უბანში ვიწყებთ შიდა გზის მოწყობას. ახალგაზრდების სურვილია, რომ ლესისა და ჭინათის ცენტრში მოეწყოს სპორტული მოედანი და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ თითოეულ შეხვედრაზე ადგილობრივები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და მშვიდობაზე აკეთებენ აქცენტს. მადლობა მათ, რომ უჭერენ მხარს ლანჩხუთის წინსვლას და განვითარებას!,"- განაცახდა "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

დღის ამბები