21 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ხაზარაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე: მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი

მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში "ძლიერი საქართველოს" როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას, - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტის ინიციატივას გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანების შესახებ.

ხაზარაძის თქმით, მზად არიან, ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის ყველა პიროვნული საკითხი გვერდზე გადადონ.

"როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, "ძლიერი საქართველო" ამის დასტურია. დღეს დილით გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს", - წერს მამუკა ხაზარაძე facebook-ზე.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში, მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.

დღის ამბები