19 სექტემბერი 2024,   16:40
ვრცლად
საერთოდ არ ვიცი, არასამთავრობო სექტორი რას ამონიტორინგებს და რა ხარისხით აკეთებს ამას - წარსული გამოცდილება მაინცდამაინც კარგს არაფერს მეუბნება - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არაფერი იცის იმაზე, თუ რას ამონიტორინგებს არასამთავრობო სექტორი და რა ხარისხით აკეთებს ამას.

მისი განმარტებით, წარსული გამოცდილება არაფერ კარგზე არ მეტყველებს. 

"მე საერთოდ არ ვიცი, არასამთავრობო სექტორი რას ამონიტორინგებს და რა ხარისხით აკეთებს ამას. წარსული გამოცდილება მაინცდამაინც კარგს არაფერს მეუბნება, მაგრამ ახლა კონკრეტულად რა ხდება, მე ვერ გეტყვით. ახლა რასაც ვხედავ, არის ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ლაპარაკზე, დისკუსიასა და დებატებზე თანხმობას, ფაქტობრივად, არავინ არ აცხადებს ჩვენ გარდა და ყველა შემოიფარგლება შორიდან შეურაცხყოფით და გინებით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის, კოალიციის ”ძლიერი საქართველო” წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი დაძაბულად მიმდინარეობს.

"საარჩევნო პროცესი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ძალადობისა და ტერორის ზეგავლენის ქვეშ არიან საჯარო მოხელეები. ამას არანაირი დასტური არ სჭირდება. პედაგოგები, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები ძალიან კარგად გრძნობენ და ხედავენ იმ ზეწოლასა და მუქარას, რომელიც მათ თავზე ტრიალებს და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის არჩევნების თავისუფლად ჩატარებას", - გააცხადა ირაკლი კუპრაძემ.

 

დღის ამბები