19 სექტემბერი 2024,   16:41
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები მიკერძოებულები არიან, არასდროს საუბრობენ იმ დარღვევებზე, რომლებიც "ქართული ოცნების" მიმართ ხდება - არჩილ გორდულაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მიკერძოებულები არიან და არასდროს საუბრობენ იმ დარღვევებზე, რომლებიც "ქართული ოცნების" მიმართ ხორციელდება.

მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიკერძოებულობის არაერთი შემთხვევა არსებობს.

"არაერთი შემთხვევა მახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც, პირდაპირ მნიშვნელობით, მიკერძოებულები არიან. ისინი არასდროს საუბრობენ იმ დარღვევებზე, რომლებიც "ქართული ოცნების" მიმართ ხდება. ისინი ყოველთვის იგონებენ რაღაც შემთხვევებს, თითქოს, ოპოზიციური პარტიების მიმართ რაღაცები ხდება. სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ არიან ნეიტრალურები, ობიექტურები და "ქართული ოცნების" შტაბის, მისი წევრების თუ ჩვენი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ არაერთ დარღვევასთან დაკავშირებით არასდროს არაფერს ამბობენ. იმ სიმართლით იარონ, როგორითაც დადიან", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები