აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა. მისი მოადგილე ანზორ მარგიანი იქნება.
ლევან მგალობლიშვილი იყო საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევების პარლამენტის წევრი. მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა.