13 ოქტომბერი 2024,   01:59
ვრცლად
ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა - მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება - გიორგი გახარია

ცოტა ხნის წინ დასრულდა გიორგი გახარიას ბრიფინგი. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა განმარტა, რატომ ვერ შედგა მისი და მამუკა ხაზარაძის ერთობა.

"მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა - მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში. ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და, ამ მიზნის მისაღწევად, თავდაპირველ პრინციპებს.

საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა, 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი, 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორც "ქართულ ოცნებასთან", ასევე - "ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები