22 სექტემბერი 2024,   13:08
ვრცლად
ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - ისრაელის თავდაცვის ძალები

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

"ჰეზბოლას" მიერ ნასროლი 105 რაკეტიდან უმეტესობა ჩამოგდებულია. ლიბანში მოქმედ შიიტურ დაჯგუფება "ჰეზბოლაში" განაცხადეს,რომ მათი სამიზნე ისრაელის სამრეწველო და სამხედრო ობიექტები იყო. ისრაელის ჩრდილოეთით, საჰაერო განგაშის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

პარალელურად, კატარულ ტელეარხ "ალ-ჯაზირაში" განაცხადეს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა მოითხოვეს რამალაში მდებარე მათი ბიუროს 45 დღის ვადით დახურვა. ვრცელდება კადრები, სადაც ისრაელელი სამხედროები ტელეარხში შეიჭრნენ.

დღის ამბები