21 დეკემბერი 2024,   21:45
ვრცლად
არ არის გასაკვირი, რომ ქართველი ხალხის დასჯა სურთ, რადგან მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას" და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას - ირაკლი კობახიძე NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ნიუ-იორკში გამართულ გაერო-ს მომავლის სამიტზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშთან დაკავშირებით ლორა ტორთონის განცხადება შეაფასა, გარკვეული ქართული NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მათი "ენჯეოების" მხრიდან მსგავსი მოთხოვნები გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ქართველი ხალხის დასჯას ცდილობენ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, რადიკალურ ოპოზიციას ქართველი ხალხის დასჯა იმიტომ სურს, რომ ისინი "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს.

"ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თავის დროზე, როცა განიხილებოდა ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაშინაც ეს ადამიანები, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, შესაბამის ენჯეოები აქტიურად ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, გახსოვთ, ანალოგიური პროცესები, რაც კანდიდატის სტატუსს უკავშირდებოდა. აქაც ეს ენჯეოები და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პირდაპირ ცდილობდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ისინი არ სცემდნენ პასუხს კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამ ნეგატიური კამპანიის ფონზე ქვეყანამ მაინც მიიღო კანდიდატის სტატუსი. ახლაც არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო - ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას". ამის გამო, ამ ადამიანებს და მათ მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის და საბოლოო ჯამში, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები