24 სექტემბერი 2024,   22:32
ვრცლად
იუპიტერის თანამგზავრზე სიცოცხლის ნიშნების საძიებლად, NASA მისიის გასაშვებად ემზადება

NASA იუპიტერის თანამგზავრ "ევროპაზე" თავისი პირველი მისიის გასაშვებად ემზადება, რათა დაადგინოს, აქვს თუ არა მას სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს. 

NASA-ს Europa Clipper-ის გაშვება 10 ოქტომბერს, კენედის კოსმოსური ცენტრიდან იგეგმება, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. Europa Clipper-ს ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ი გაიტანს.

NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის პრესრელიზის თანახმად, მისიის მიმდინარეობს განმავლობაში, რომელიც ორ ათწლეულს მოიცავს, სააგენტო დაახლოებით 5,2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.

ცნობისთვის, მისია 2015 წლიდან დაიწყო და 2034 წელს დასრულდება.

 

დღის ამბები