24 სექტემბერი 2024,   00:18
ვრცლად
"თუ ამას უყურებთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე მკვდარი ვარ" - ამერიკელმა ბლოგერმა საკუთარი სიკვდილი საზოგადოებას წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი ამცნო

ცნობილი ამერიკელი ბლოგერი პოლ ჰარელი 58 წლის ასაკში, პანკრეასის ჯირკვლის სიმსივნით გარდაიცვალა. ინფორმაციას sun-ი ავრცელებს.

პოლს მხოლოდ YouTube-ზე 1,2 მილიონი გამომწერი ჰყავდა, რომლებსაც საკუთარი გარდაცვალების შესახებ თვითონვე შეატყობინა. ვიდეო სახელწოდებით - "მე მოვკვდი", ბლოგერს წინასწარ ჰქონდა დაწერილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გასაჯაროვდა.

პოლიციის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ კიდევ 10 ან 15 წელი იცოცხლებდა, თუმცა სიმსივნე ორგანიზმში უფრო სწრაფად განვითარდა ვიდრე ვარაუდობდნენ და ბლოგერის ძვლებიც დააზიანა.

"თუ ამას უყურებთ ეს ნიშნავს, რომ მე უკვე მკვდარი ვარ" - ასე იწყება ვიდეო, რომელიც 2023 წლის დეკემბერშია ჩაწერილი. ის პოლის მენეჯერმა გაასაჯაროვა. ბლოგერის გარდაცვალების ინფორმაცია მისმა ძმამაც დაადასტურა.

დღის ამბები