24 სექტემბერი 2024,   00:20
ვრცლად
ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე რეიტინგული და სახალხო მეგა პროექტი "ნიჭიერი" ბრუნდება

ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე რეიტინგული და სახალხო მეგა პროექტი "ნიჭიერი" ბრუნდება. მსოფლიოში ცნობილი შოუს ქართული ანალოგი მე-11 სეზონს, ხვალ "კურიერის" დასრულებისთანავე გახსნის. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი ეთერში 2010 წლიდან გადის, შოუს მიმართ დაინტერესება არ განელებულა, მეტიც, მონაწილეების შესარჩევად პროექტის პროდიუსერებს 6-ის ნაცვლად 9 კასტინგის ჩატარება დასჭირდათ.

"ნიჭიერი" ჯერ ეთერში არ გასულა, თუმცა უკვე იქცა დაკარგული ადამიანების შეხვედრის ადგილად. ერთ-ერთი ასეთი ანა სართანიაა, რომელსაც პროექტმა ტყუპისცალი აპოვნინა.

შოუში იქნება სხვა სიურპრიზებიც, მათ შორის, მონაწილეები მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან. თუმცა ის რაც პროდიუსერებს ახარებთ ქართველი მონაწილეების სიმრავლეა ქვეყნის ყველა კუთხიდან. რაც შეეხება ჟიურის, ნიჭიერის მე-11 სეზონის ყველაზე ნიჭიერ მონაწილეებს მაყურებელთან ერთად თიკა ფაცაცია, თაკო ფხაკაძე, გიგი დედალამაზიშვილი და დავით ფორჩხიძე გამოავლენენ.

დღის ამბები