24 სექტემბერი 2024,   21:16
ვრცლად
უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 წლის ამერიკელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ აფრიკაში, Table Mountain-ზე ლაშქრობისას გაუჩინარებული ამერიკელი ქალი  გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

20 წლის სტუდენტი ბრუკ შევრონი, კეიპტაუნში არასამთავრობო ორგანიზაციაში, სტაჟირებაზე იმყოფებოდა.

ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად შაბათს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მოწყობილობა, რომელიც ის ლაშქრობებში იყენებდა არ განახლდა და მასთან კავშირი გაწყდა.

პოლიციის განცხადებით, ქალის ცხედარი "მაგიდის მთასთან" ახლოს, "ეშმაკის მწვერვალთან" იპოვეს.

ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები