16 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
სააკაშვილის შეთავაზება ძველ თანაგუნდელებს - მიიღებს თუ არა გვარამია-მელიას "ახალი" ექსპრეზიდენტის წინადადებას

დიდი ოპოზიციური გაერთიანება ვერ შედგა. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძველი ერთობის აღდგენა "ახალის" ძველ სახეებთან გადაწყვიტა და გვარამია-მელიას გაერთიანება "ვივამედის" კლინიკიდან შესთავაზა. ახალი პოლიტიკური კოალიციის შესახებ განაცხადის გაკეთებას, "ნაციონალური მოძრაობა", ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე გეგმავდა, თუმცა, ზურაბიშვილის ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკება ჩაიშალა და ექსპრეზიდენტის პარტიამ პრესკონფერენცია გააუქმა. სააკაშვილის გუნდს მიზეზებზე საუბარი დღეს აღარ სურს.

"ახალის" ლიდერმა, ძველი ლიდერის შეთავაზებაზე დღეს კომენტარი აღარ გააკეთა. ნიკა გვარამიამ სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ უპასუხა და თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას არ განიხილავს.

ხაზარაძე-გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი-გვარამიას შესაძლო გაერთიანებაზე არაფერი იციან. ამბობენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციის შექმნაზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ.

ოპოზიციურ კოალიციებზე საუბარი არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთი წარსულის მქონე ორი პარტიის ფორმალური გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ვერაფერს შეცვლის. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია.

მიიღებს თუ არა სააკაშვილის შეთავაზებას მისი ძველი თანაგუნდელი გვარამია, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ცესკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს იწურება.

დღის ამბები