23 სექტემბერი 2024,   23:56
ვრცლად
პარტია ,"ახალის" წევრს, გიორგი ღვინიაშვილს და მის თანმხლებ პირებს სოფელ ნანიანის მოსახლეობა დაუპირისპირდა

პარტია "ახალის" წევრს, გიორგი ღვინიაშვილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანის მოსახლეობა დაუპირისპირდა.

გიორგი ღვინიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად სოფელ ნანიანში მივიდა, რამაც იქ მყოფი ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია.

ადგილობრივებმა პარტიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აიძულეს დროულად დაეტოვებინათ ხსენებული სოფელი.

გიორგი ღვინიაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში კახეთის რეგიონის გუბერნატორი იყო.

დღის ამბები