29 სექტემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ღამით, თელ-ავივში საჰაერო განგაში ამოქმედდა

ბოლო დღეების განმავლობაში "ჰეზბოლამ" ისრაელის სამიზნეებზე ასობით რაკეტა გაუშვა , მათ შორის თელ-ავივის კომერცული ცენტრისკენ, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათი შეჩერება შეძლეს.

ისრაელმა საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, რომ შეეწყვიტა იერიშები "ჰეზბოლასთან", ლიბანში სამიზნეებზე თავდასხმები მაინც განაგრძო.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ დღეს 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის თავდასხმების შედეგად.

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელთან კრიზისი "მთელ ახლო აღმოსავლეთს ემუქრება" და გაიმეორა "ყველა ფრონტზე" დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებები.

დღის ამბები