01 ოქტომბერი 2024,   19:47
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წელი გავიდა

მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 3 წელი გავიდა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, რომელიც საქართველოში უკანონოდ, კონტეინერით შემოვიდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს თარიღი კლინიკა "ვივა მედთან" გაიხსენეს და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

"მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველო არ ჩამოსულა მსოფლიოს ისეთი რეიტინგული, გავლენიანი და ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგების სათავეებიდან", - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

დღის ამბები