14 ოქტომბერი 2024,   17:33
ვრცლად
"ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა - არავის, თუნდაც გადაცდომით მოქმედ კონკრეტულ სუბიექტს, წინასაარჩევნო პერიოდში სკანდალური ვითარების შექმნის საშუალება არ უნდა მიეცეს" - გიორგი ვოლსკი

"ირაკლი კობახიძემ გააკეთა აქცენტი, არ უნდა მიეცეს არავის საშუალება, თუნდაც გადაცდომით მოქმედ კონკრეტულ სუბიექტს, რომ სკანდალური ვითარება შექმნას წინასაარჩევნო პერიოდში" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და სხვა ორგანიზაციებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის" სტატუსი მოეხსნას.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, აჯობებს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს, "მათი მხრიდან კანონის უხეშად დარღვევის მიუხედავად," სალაპარაკო არ ჰქონდეთ.

"მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურად, მაგრამ არ ვიცით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ანტიკორუფციული ბიურო. მაგრამ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, აჯობებს, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას, მათი მხრიდან კანონის უხეშად დარღვევის მიუხედავად, სალაპარაკო არ ჰქონდეს. ვისაც წინასწარ აქვს განზრახული, რომ ქვეყნის მიმართ ნეგატიურად განაწყონ საერთაშორისო პარტნიორები, სადამკვირვებლო მისიები და ამ თემისგან შექმნან სკანდალური ვითარება.

ირაკლი კობახიძემ გააკეთა აქცენტი - არ უნდა მიეცეს არავის საშუალება, თუნდაც გადაცდომით მოქმედ კონკრეტულ სუბიექტს, რომ სკანდალური ვითარება შექმნას წინასაარჩევნო პერიოდში," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები