"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამ ტყუილს იყენებენ იმისთვის, რომ შექმნან მსხვერპლის შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაცა ვიღაცას დევნის, ეს სააკაშვილის მეთოდია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" დღესაც არის ცესკოში რეგისტრირებული, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი.
"დღესაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა" არის ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო დამკვირვებელი, ამიტომ ეს ტყუილია. ისინი ამ ტყუილს იყენებენ იმისთვის, რომ შექმნან მსხვერპლის შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაცა ვიღაცას დევნის. ეს სააკაშვილის მეთოდია. ზუსტად ასე იქცევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა", თამაშობს მსხვერპლის როლს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მათი ამოცანა.
ერთადერთი საკითხი არის აქ, თუკი ორგანიზაცია ეწევა საარჩევნო კამპანიას - მისი უფლება არის ეს, არავინ არ უზღუდავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უთანაბრდება პარტიულ საქმიანობას, ამიტომ უბრალოდ გაასაჯაროვოს ის ფინანსები, რომელიც საარჩევნო პროცესს უკავშირდება, სხვა საქმიანობას კი არა, ამ კამპანიისთვის და საარჩევნო აგიტაციისთვის რასაც ხარჯავს, ის გაასაჯაროვოს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გუშინ თქვა, რომ არჩევნებზე არც ერთი დამკვირვებელი არ ეყოლება, რადგან სასამართლოში წააგო დავა, სადაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.
უწყებამ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად დაასახელა და ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღიანი ვადა მისცა.