არქეოლოგებმა, დანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ვიკინგების ეპოქის საერთო სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 50-ზე მეტი, "კარგად შენახული" ჩონჩხი იპოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ოდენსეს მუზეუმის არქეოლოგიურმა ჯგუფმა ბოლო 6 თვე გაატარა ოსუმაში არქეოლოგიური გათხრების ადგილას, რომლის ფართი, დაახლოებით, 21 500 კვადრატულ ფუტს (თითქმის 2 000 კვადრატულ მეტრს) მოიცავს. აღმოჩენა მე-9 და მე-10 საუკუნეებით თარიღდება.
მუზეუმის გუნდის თქმით, ჩონჩხები უცხოეთიდან შემოტანილ არტეფაქტებთან ერთად იყვნენ დაკრძალული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვიკინგები ვაჭრობისთვის ბევრს მოგზაურობდნენ.
არქეოლოგისა და მუზეუმის კურატორის, მაიკლ ბორე ლუნდოს განმარტებით, ვიკინგების ნაშთების ასეთ კარგ მდგომარეობაში აღმოჩენა "წარმოუდგენლად იშვიათია".