14 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
გერმანიის საელჩოს არ აქვს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ ქვეყანაში საარჩევნო აგიტაცია აწარმოა

გერმანიის საელჩო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ ქვეყანაში საარჩევნო აგიტაცია აწარმოა. ასეთი პასუხი მიიღო "რუსთავი 2-მა" გერმანიის საელჩოსგან კითხვაზე - დაარღვია თუ არა მათი ქვეყნის კანონმდებლობა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო აგიტაციის ჩატარებით.

29 სექტემბერს, ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში, სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობა ეჭვობს, რომ პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციის გარდა, ახლა უკვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობაც დაარღვია. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ნეიტრალური ფიგურაა და მას სრული უფლება აქვს, ემიგრანტებს შეხვდეს.

გერმანიის მთავრობამ, 2017 წელს, მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოელ პოლიტიკოსებს ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიის წარმოება - გერმანიაში, არჩევნებამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში. რეგულაცია ფედერალურმა მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა, საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ გამოსვლები დაიწყეს და ვითარება გამწვავდა.

საკანონმდებლო ცვლილების მიზანი სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფლიქტების გერმანიაში გადატანის თავიდან აცილება იყო. კანონის მიღების შესახებ, ფედერალურმა მთავრობამ, მათ ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს იმავე წელს შეატყობინა და 30 ივნისს შესაბამისი ნოტაც გაუგზავნა.

ვრცლად

დღის ამბები