21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"ისტორიაში შევა ქალბატონი სალომე, რომელმაც ორი ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია" - შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტზე

"დაარღვია თუ არა ქალბატონმა სალომემ ქართულ კანონმდებლობასთან ერთად გერმანიის კანონმდებლობა და იყო თუ არა ეს დარღვევა სანქცირებული გერმანიის ხელისუფლების მხრიდან", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბერლინში სალომე ზურაბიშვილის საქართველოს მოქალაქეებთანშეხვედრას გამოეხმაურა.

უმრავლესობა განმარტავს, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას. საარჩევნო კამპანიას გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა სჭირდება, რიგ შემთხვევებში კი ის საერთოდ აკრძალულია. 

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა პრეზიდენტი, რომელმაც ორი ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

"მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ახლა ხდება ცნობილი, რომ შესაძლოა, მან დაარღვია გერმანიის კონსტიტუცია. ამით ისტორიაში შევა ქალბატონი სალომე, რომელმაც ორი ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ამაზე საჭიროა განმარტებები გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

გერმანიაში ვსწავლობდი, როდესაც იყო საკითხი, რომ თურქეთის წარმომადგენლებს შეეძლოთ თუ არა ჩაეტარებინათ საარჩევნო კამპანია გერმანიაში, გერმანიაში მყოფი თურქი ეროვნების ადამიანებისთვის, ეს იყო ერთ-ერთი თემა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა განმარტების მოსმენა, თუ რასთან გვაქვს საქმე, დაარღვია თუ არა ქალბატონმა სალომემ ქართულ კანონმდებლობასთან ერთად გერმანიის კანონმდებლობა და იყო თუ არა ეს დარღვევა სანქცირებული გერმანიის ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები