12 ოქტომბერი 2024,   00:59
ვრცლად
"მათ მიერვე რეკომენდებული კანონების მიღება, აღსრულების მომენტში, უკვე მათთვისაც მიუღებელია" - ირაკლი ქადაგიშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი გაუუქმა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და კორექტულ გარემოში.

"ეს არის პოლიტიკური საჭიროებიდან ნაკარნახევი რეკომენდაცია, რომელიც პრემიერ მინისტრმა მისცა, იმიტომ რომ დასავლეთის გარკვეული წრეები მოითხოვდნენ, რომ კანონი დაირღვეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სრული ორმაგი სტანდარტის ზეიმია დღეს საქართველოსთან მიმართებაში. ანუ, მათ მიერვე რეკომენდებული კანონების მიღება აღსრულების მომენტში უკვე მათთვისაც მიუღებელია. ჩვენთვის მთავარია ერთი რამე, რომ ამ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და კორექტულ გარემოში," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები