03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
მექსიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც 33 მიგრანტი გადაჰყავდა - დაღუპულია 6 მიგრანტი

6 მიგრანტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მექსიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც 33 მიგრანტი გადაჰყავდა.

მიგრანტთა ჯგუფი სამხედრო პოლიციისთვის თავის არიდებას ცდილობდა. შემთხვევა მექსიკის სამხრეთით, გვატემალასთან საზღვრის მახლობლად მოხდა. სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილში სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან.

ორი ჯარისკაცის განცხადებით, რომლებმაც მიგრანტებს ესროლეს, აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც გახსნეს ცეცხლი.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცები თანამდებობიდან გაათავისუფლეს და საქმე ფედერალურ პროკურატურას გადაეცა.

დღის ამბები