30 დეკემბერი 2024,   22:03
ვრცლად
ჰამბურგში სასიკვდილო ვირუსის გავრცელების საშიშროებაა - დაკეტილია რკინიგზის მთავარი სადგური

ჰამბურგში, რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს - მიზეზი სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსს მარ-ბურგის სიმპტომებით, სადგურიდან საავადმყოფოში ორი სტუდენტი გადაიყვანეს.

დაინფიცირებულებს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სწორედ აფრიკის ცენტრში მდებარე ქვეყანაში დაადასტურა ჯანმომ, ცოტა ხნის წინ, მარბურგის შემთხვევები. სულ დაფიქსირებულია 26 ფაქტი, აქედან 8 გარდაცვალება. მარბურგი იშვიათი და სასიკვდილო ვირუსია, რომელიც იგივე ოჯახს მიეკუთვნება, როგორც ებოლა.

დღის ამბები