10 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
რუსთავის სპორტის სასახლეში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი გაიხსნა

რუსთავის სპორტის სასახლეში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი სამუშაო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო სივრცეებს აერთიანებს.

საექსპოზიციო სივრცეში, საერთაშორისო ასპარეზობებზე რუსთაველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლები, ჯილდოები, თასები, და ფოტოებია წარმოდგენილი.

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სტუმრებს სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

დღის ამბები