მადამ მავნებელს, როგორც გინდათ დაარქვით, დაკვეთა აქვს, რომ როგორმე გააერთიანოს ქარტიის ეგიდით ეს უსამშობლოები და ა.შ. ისინი ემზადებიან ქაოსისთვის ჩვენ ხომ ვიცით - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია 26 ოქტომბერს პოლიტიკურ წარსულს ჩაბარდება.
“მადამ მავნებელს, როგორც გინდათ დაარქვით, დაკვეთა აქვს, რომ როგორმე გააერთიანოს ქარტიის ეგიდით ეს უსამშობლოები და ა.შ. ისინი ემზადებიან ქაოსისთვის ჩვენ ხომ ვიცით. პრეზიდენტი გვყავს, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევია, რას უნდა მოველოდოთ?! სალომეც, ხაზარაძეც, გახარიაც - ეს არის ერთი დიდი გუნდი მავნებლების, რომელიც 26 ოქტომბერს პოლიტიკურ წარსულს ჩაბარდება,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, უშედეგო კონსულტაციების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის დასახელებას არჩევნებამდე გეგმავს. საკითხს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა ურთიერთბრალდებების თემაა, ახლა ზურაბიშვილის ულტიმატუმიც მოჰყვა.
პრეზიდენტი პარტიებისგან ითხოვს დაადასტურონ თითოეული პუნქტის ერთგულება ან, ხელმოწერა უკან წაიღონ. ქარტიაში კი წერია, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, მხოლოდ ხალხის მანდატის მოპოვების შემდეგ უნდა მოხდეს. ვის მოიაზრებს სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში ჯერჯერობით უცნობია.