ცესკოს თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი დაძაბულობები მიუღებელია.
საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ცესკოს თანამშრომლებს გუშინ მოუწოდა არ აჰყვნენ პროვოკაციებს.
“რაც ნაკლებად იქნება დრამისკენ მიდრეკილი ცესკოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, მით უკეთესი იქნება ეს იმ პროცესებისთვის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ისედაც არ არის ქვეყანაში მშვიდი სიტუაცია და ძალით კიდევ გადრამატულება და ახალ-ახალი დაძაბულობების შემოტანა, მითუმეტეს ცესკოსთან - რეკომენდებული არ არის,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.