16 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
როგორც კანდიდატებს წარადგენენ პოლიტიკური პარტიები, ისე წარადგენს ოპოზიციონერებს ტექნიკური მთავრობის სახელწოდებით - მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე

უშედეგო კონსულტაციების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის დასახელებას არჩევნებამდე გეგმავს. საკითხს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა ურთიერთბრალდებების თემაა, ახლა ზურაბიშვილის ულტიმატუმიც მოჰყვა.

პრეზიდენტი, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, თავად ოპოზიცია კი მისივე დაწერილი ქარტიის პუნქტების უგულებელყოფაზე მიუთითებს, პარტიებისგან ითხოვს დაადასტურონ თითოეული პუნქტის ერთგულება ან, ხელმოწერა უკან წაიღონ.

ქარტიაში კი წერია, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება, მხოლოდ ხალხის მანდატის მოპოვების შემდეგ უნდა მოხდეს. ვის მოიაზრებს სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში ჯერჯერობით უცნობია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ტექნიკური მთავრობის დასახელების მიუხედავად, ოპოზიცია არჩევნებში მაინც დამარცხდება.

“ტექნიკურ მთავრობას დაარქმევს, თუ რასაც დაარქმევს, ფაქტია, რომ ეს იქნება მორიგი წინასაარჩევნო მისი ნაბიჯი ოპოზიციური სპექტრიდან გამოძახილი, ასე ვთქვათ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური აქტივობა. როგორც კანდიდატებს წარადგენენ პოლიტიკური პარტიები, ისე წარადგენს ოპოზიციონერებს ტექნიკური მთავრობის სახელწოდებით. მთავარი კითხვა ან თვითონ საკუთარ თავს უნდა დაუსვას ან მე დავსვამ რიტორიკულად: რა ტექნიკურ მთავრობაზეა ლაპარაკი, თუ კი კარგად მოეხსენება, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, რატომ საუბრობს ის საერთოდ ტექნიკურ მთავრობაზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კარგად ესმის ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ არჩევნებში ოპოზიცია მარცხდება,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები